Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული (CSC) YES-CHINA პროგრამა აღმოსავლეთ ჩინეთის პოლიტიკის და სამართლის მეცნიერებების უნივერსიტეტში

დაიწყო განაცხადების მიღება YES-CHINA პროგრამაზე აღმოსავლეთ ჩინეთის პოლიტიკის და სამართლის მეცნიერებების უნივერსიტეტში, რომელიც დაფინანსებულია „ჩინეთის მთავრობის სტიპენდია 2026-2027“ მიერ

 

აღნიშნული პროგრამა აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ დაფინანსება 2026-2027 სასწავლო წლისათვის აღმოსავლეთ ჩინეთის პოლიტიკის და სამართლის მეცნიერებების უნივერსიტეტის (ECUPL) ერთწლიან შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით:

  • LL.M. საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი
  • საჯარო მართვა და სოციალური ადმინისტრირება

 

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდია უზურნველყოფს:

  • სამაგისტრო (1 წელი) პროგრამის საფასურს;
  • საცხოვრებელს;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • თვიურ სტიპენდიას CNY 8,000 ოდენობით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის ხარჯები არ ფინანსდება!

 

მობილობის პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (pdf ფორმატში) უნდა გადააგზავნონ ელ-ფოსტაზე 50256@ecupl.edu.cn, და გამოიყენონ: "YES-CHINA" აღნიშნული ელ-შეტყობინების სათაურად.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 28 თებერვალი

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ბროშურები!

თარიღი: 11/01/2026